Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ლიბიელ ამბოხებულებს „ნებისმიერი სახის დახმარებას“ სთავაზობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს განაცხადა, რომ აშშ მზად არის „ნებისმიერი სახის დახმარება“ აღმოუჩინოს იმ ლიბიელებს, რომლებიც მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობას ცდილობენ. კლინტონი ამ განცხადებით ვაშინგტონში გამოვიდა, სანამ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის გაემგზავრებოდა. სხდომის პარალელურად კლინტონი ლიბიის კრიზისის შესახებ ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს თავის კოლეგებთან. დღესვე ლიბიის საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქალაქებში, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ, დროებითი „ეროვნული საბჭოები“ დაარსდა.
XS
SM
MD
LG