Accessibility links

logo-print

ნიკოლა სარკოზიმ საგარეო საქმეთა მინისტრად ალენ ჟუპე დანიშნა


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ალენ ჟუპე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა - მას შემდეგ, რაც ტუნისის ყოფილ რეჟიმთან კავშირების გამო რეპუტაციაშელახული მიშელ ალიო-მარი ამ პოსტიდან გადადგა. მოკლე სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჟუპეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვლის ჟერარ ლონგე - საფრანგეთის სენატში სარკოზის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერი.
XS
SM
MD
LG