Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი კადაფიზე - ”ის უნდა წავიდეს, რაც შეიძლება მალე”


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 27 თებერვალს ჟენევაში გამგზავრებამდე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: ”აშშ და ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ლიბიის ხალხის აღმაფრენასა და უფლებებს. მათი გზავნილი არის მკაფიო და შეძლებისდაგვარად მძლავრი - დროა, კადაფი წავიდეს. ჩვენ ვთვლით, რომ ის უნდა წავიდეს, რაც შეიძლება მალე შემდგომი სისხლისღვრისა და ძალადობის გარეშე”, - განაცხადა კლინტონმა. მანვე აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 26 თებერვალს მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ლიბიის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფორმატში. ”მსურს, ხაზი გავუსვა უშიშროების საბჭოს ამ ერთსულოვან გზავნილს მათ მიმართ, ვინც კადაფის გარემოცვაში იმყოფება - თქვენ პასუხს აგებთ იმისთვის, რასაც სჩადიხართ თქვენი ხალხის წინააღმდეგ”. რაც შეეხება ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში, კლინტონი აცხადებს, რომ იქ განიხილავენ ლიბიის ხალხისთვის დახმარების გზები - ”არა მხოლოს ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხის საჭიროების” კუთხით.
XS
SM
MD
LG