Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელი დაბლოკეს


ბაჰრეინში დემონსტრანტებმა დაბლოკეს პარლამენტის ზედა პალატის შესასვლელი, რის შედეგადაც ის დროებით დაიხურა. რამდენიმე სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ დემონსტრანტებს, რომელთა ნაწილიც პარლამენტისაკენ მიეშურებოდა, ნაწილი კი სასწავლებლებში შეიკრიბა, პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნის მხარდასაჭერად. სტუდენტების ნაწილმა მიაშურა სახელმწიფო ტელევიზიას, დედაქალაქ მანამის გარეუბანში. მას შემდეგ, რაც ბაჰრეინში ამ ერთი კვირის წინ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, სულ ცოტა, შვიდი ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG