Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება


იემენში მრავალათასიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 32-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. საპროტესტო აქციების შესახებ იუწყებიან რამდენიმე ქალაქიდან. თვითმხილველების ცნობით, 5000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა დედაქალაქ სანაას უნივერსიტეტთან, ხოლო სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაიზიდან გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლაში, სულ ცოტა, 10 000 ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ორი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა ორი იერიშისას, რომლებიც შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს სამხრეთში მდებარე აბიანის პროვინციაში. ოფიციალური პირები ალ-ყაიდას აკისრებენ იერიშებზე პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG