Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია ცნობების გამო, რომ ბელორუსიამ დაარღვია კოტ-დ’ივუარისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული საერთაშორისო ემბარგო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსიამ სამი საბრძოლო ვერტმფრენი და მათთვის საჭირო აღჭურვილობა მიაწოდა სამხედრო ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ კოტ-დ’ივუარის დიდი ხნის ლიდერს, ლორან გბაგბოს. გბაგბო უარს ამბობს გადადგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად. ბან კი მუნის ადმინისტრაციის განცხადებით, იარაღის ნაწილი, როგორც იუწყებიან, კვირას ჩავიდა კოტ-დ’ივუარში, ნაწილს კი დღეს მოელიან. ბან კი მუნის განცხადებით, საქმე ეხება კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ 2004 წელს დაწესებული ემბარგოს „სერიოზულ დარღვევას“. ბელორუსია უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG