Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია კვლავ გამართეს მიკროავტობუსების მძღოლებმა


თბილისში საპროტესტო აქცია კვლავ გამართეს სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები თბილისის მერიის მიერ იანვარში ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. სამარშრუტო მირკოავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ უსამართლოდ ჩატარებული ტენდერის გამო, მათ უმრავლესობას უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრება, რადგან გამარჯვებული კომპანიები ყოველდღიური გადასახადის 5-დან მინიმუმ 20 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ. თავის მხრივ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ირწმუნებიან, რომ ტენდერი საჯარო იყო, მძღოლებს კი გადასახადის გაზრდა და უმუშევრობა არ ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG