Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქს და მის ოჯახს ეგვიპტიდან გამგზავრება აუკრძალეს


ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს და მის ოჯახს ეგვიპტიდან გამგზავრება აუკრძალეს და საბანკო ანგარიშები გაუყინეს. გენერალური პროკურორის პრესმდივნის განცხადებით, მუბარაქს და მისი ოჯახის წევრებს ეგვიპტიდან გამგზავრება ეკრძალებათ, სანამ გამოიძიებენ საჩივრებს მათ მიერ დიდი ქონების დაგროვების შესახებ. პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიტანა ასეთი საჩივარი. მუბარაქი 11 თებერვალს გადადგა, მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. როგორც ვარაუდობენ, მუბარაქს, მის მეუღლესა და ორ ვაჟიშვილს მილიარდობით დოლარი აქვთ დაგროვილი 30-წლიანი მმართველობის მანძილზე. ყოფილი პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, როგორც იუწყებიან, ეგვიპტეში, საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში იმყოფება.
XS
SM
MD
LG