Accessibility links

logo-print

ომანში საპროტესტო აქციები გრძელდება


ომანის საპორტო ქალაქ სოჰარში ზედიზედ მესამე დღეს მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ქალაქისაკენ მიმავალი მთავარი გზები გადაკეტეს. სოჰარი დედაქალაქ მუსკატის ჩრდილო-დასავლეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, კვირას, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა დემონსტრაციის დაშლისას, როცა პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
XS
SM
MD
LG