Accessibility links

კლინტონის განცხადებით, დროა, ლიბიის ლიდერი გადადგეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, დროა, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გადადგეს - მორიგი ძალადობისა და დაყოვნების გარეშე. კლინტონი ამ მოწოდებით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, ჟენევაში. კლინტონის განცხადებით, „პოლკოვნიკმა კადაფიმ და მის გარშემო მყოფმა პირებმა პასუხი უნდა აგონ ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებსა და საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. თავიანთი ქმედებით მათ დაკარგეს მართვის ლეგიტიმურობა და ლიბიელმა ხალხმა თვითონვე გარკვევით თქვა: დადგა დრო, რომ კადაფი წავიდეს - ახლა, მორიგი ძალადობის ან დაყოვნების გარეშე“. კლინტონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გადაიდგას შეთანხმებული ნაბიჯები ლიბიაში კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად. ვაშინგტონის პოზიციით, თქვა კლინტონმა, რომ არცერთი ზომა არ არის გამორიცხული მის მიმართ, სანამ კადაფის რეჟიმი ემუქრება და ხოცავს ხალხს. დღესვე გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილეიმ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა უნდა მიემხროს რეფორმებს ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG