Accessibility links

logo-print

ირანის მთავრობამ ოპოზიცია გააფრთხილა სამშაბათის გამოსვლების გამო


ირანის ხელისუფლებამ გააფრთხილა ოპოზიციის აქტივისტები, თავი შეიკავონ ახალი საპროტესტო გამოსვლების მოწყობისაგან. გენერალური პროკურორის, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ენჯეიეს, სიტყვებით, "ვინც კანონის წინააღმდეგ იმოქმედებს, მასზე კანონივე გავრცელდება". ოპოზიციის ლიდერების, მირ ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის, ვებსაიტები ხალხს მოუწოდებენ პირველ მარტს თეირანსა და სხვა ქალაქებში გამოსვლებისკენ - მათი განთავისუფლების მიზნით ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად. მუსავისა და ქარუბის შინაპატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მომხრეებს მოუწოდეს, 14 თებერვალს გამოსვლები მოეწყოთ. მათი ვებსაიტები იუწყებოდნენ, რომ მუსავი და ქარუბი დააპატიმრეს მათ ცოლებთან ერთად და თეირანის ჰეშმათიეს ციხეში ჩასვეს. ოფიციალურმა ფარსის სააგენტომ ეს ცნობა უარყო.
XS
SM
MD
LG