Accessibility links

logo-print

ომანში მეოთხე დღეა, დემონსტრაციები გრძელდება


ომანში ზედიზედ მეოთხე დღეა, გრძელდება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც პოლიტიკურ რეფორმებსა და სამუშაო ადგილებს მოითხოვენ. აქციები მიმდინარეობს საპორტო ქალაქ სოჰარში, ომანის სამრეწველო ცენტრში. სამხედრო პირებმა ჰაერში სროლა დაიწყეს დემონსტრანტების დასაშლელად. გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა ერთი ადამიანი. კვირას კი ექვსი ადამიანი დაიღუპა, როცა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ორშაბათს დემონსტრაციები დედაქალაქ მუსკატშიც გაიმართა. ომანის ხელისუფლების სათავეში ოთხი ათწლეულია, დგას სულთანი ყაბუს ბინ საიდი.
XS
SM
MD
LG