Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მრავალი ადამიანი შეიკრიბა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკრძალვაზე


სტამბულში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და წამყვანი ისლამისტი პოლიტიკოსის, ნეჩმეტინ ერბაკანის დაკრძალვაზე. ერბაკანი კვირას, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სულ ერთი წელი, 1997-მდე იდგა ხელისუფლების სათავეში, ვიდრე სეკულარული სამხედრო ძალები აიძულებდნენ, გადამდგარიყო. სამხედროები შეშფოთებული იყვნენ ერბაკანის ძალისხმევით, ისლამისთვის უფრო დიდი ადგილი მიეჩინა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაახლოებოდა ისლამურ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ირანი და ლიბია. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და პრეზიდენტი აბდულა გიული ერბაკანის პოლიტიკურ მემკვიდრეებად ითვლებიან.
XS
SM
MD
LG