Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მოსალოდნელია ოპოზიციის აქციები


ირანში ოპოზიცია აპირებს აქციების გამართვას რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თეირანში, ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით. ეს, უსანქციო დემონსტრაციები ერთ დღეში მოჰყვება ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ლიედრები მირ ჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი თეირანის ციხეში გადაიყვანეს. აქამდე მუსავი და ქარუბი, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაში იყვნენ მოთავსებული მას შემდეგ, რაც გამოვიდნენ მოწოდებით, რომ 14 თებერვალს გამართულიყო აქციები ეგვიპტესა და ტუნისში ამბოხებათა მხარდასაჭერად. ირანის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას მუსავის და ქარუბის ციხეში გადაყვანაზე, თუმცა არ იძლევიან ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ.
XS
SM
MD
LG