Accessibility links

logo-print

ტორშინი კვლავ თბილისს ადანაშაულებს დომოდედოვოს აფეთქების მოწყობაში


გაზეთმა ”როსიისკაია გაზეტამ” დღევანდელ ნომერში კვლავ გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველ ვიცე-სპიკერ ალექსანდრ ტორშინთან, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში იანვრის ბოლოს მომხდარ ტერაქტს საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს. დღესვე სააგენტო რია ნოვოსტისთან ინტერვიუში რუსეთის დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ კოლესნიკოვმა აღნიშნა, რომ როგრც ჩანს, სენატორ ტორშინს მსგავსი განცხადებისთვის საფუძველი გააჩნია. კოლესნიკოვის თქმით, ტერაქტთან საქართველოს კავშირის შესაძლებლობას თავადაც არ გამორიცხავს, თუმცა, კატეგორიულობისთვის შესაბამისი ინფორმაცია სჭირდება.
XS
SM
MD
LG