Accessibility links

logo-print

გადადგა ქაბულის გუბერნატორი


ავღანეთში გადადგა გუბერნატორი პროვინციისა, რომელსაც დედაქალაქი ქაბულიც მიეკუთვნება. ზაბიჰულა მუჯადადი დაახლოებით ორი წლის წინ შეუდგა ქაბულის პროვინციის გუბერნატორის პოსტზე მუშაობას და გადადგომამდე პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობა დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მუჯადადის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა მას საკმარის რესურსებს არ აძლევდა, ამას გარდა, მთავრობამ ქაბულის პროვინციის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა ისე, რომ არაფერი უთქვამთ გუბერნატორისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მოელიან, რომ მუჯადადი მარტის ბოლომდე დარჩება ქაბულის გუბერნატორის პოსტზე. პრეზიდენტ კარზაის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG