Accessibility links

ირანიდან იუწყებიან დემონსტრანტებთან შეტაკების შესახებ


თეირანიდან გავრცელებული ცნობებით, ირანის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ, იუწყებიან დემონსტრანტებთან შეტაკების შესახებაც. თვითმხილველი, რომელსაც რადიო თავისუფლების სპარსულენოვანი სამსახური დაუკავშირდა, აცხადებს, რომ თეირანის ორი მოედანი სავსე იყო საპროტესტო აქციის მონაწილეებით. ამავე თვითმხილველის თქმით, დაპატიმრებულია რამდენიმე დემონსტრანტი. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რათა არ დაეშვა ხალხის გასვლა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის მომხრეები აცხადებდნენ, რომ საპროტესტო სვლას გამართავდნენ დედაქალაქში, ოპოზიციის ორი ლიდერის, მირ ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის გათავისუფლების მოთხოვნით. მათი ოჯახის წევრები, ისევე როგორც ოპოზიციური ვებსაიტები იუწყებიან, რომ მუსავი და ქარუბი მეუღლეებთან ერთად ხუთშაბათს დააპატიმრეს და თეირანის მახლობლად, ციხეში წაიყვანეს. ირანის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ცნობას მუსავისა და ქარუბის დაპატიმრების შესახებ, თუმცა, არ აზუსტებენ ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ.
XS
SM
MD
LG