Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გაიმართა ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქცია


ერევანში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სომხეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქცია, რომელიც, დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა, ერევანში სისხლიმღვრელი დაპირისპირების მესამე წლისთავზე გაიმართა. 2008 წლის მარტში 10 ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკებისას, რომელიც მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით უკმაყოფილოთა დემონსტრაციებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG