Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი მსოფლიოს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ლიბიის ლიდერის ქმედებას


ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საკუთარ ხალხს ხოცავდეს. ამ საკითხს კამერონი ლონდონში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო. კარზაიმ დღეს დაიწყო ოფიციალური ვიზიტი ბრიტანეთში. „მიუღებელია, პოლკოვნიკ კადაფის ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ხალხს ხოცავდეს თვითმფრინავებისა და სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებით“, განაცხადა დევიდ კამერონმა. მისივე თქმით, ლიბიელი სამოქალაქო პირების დაცვის აუცილებლობაა მიზეზი, რომლის გამოც ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობას სთხოვა, განიხილოს ლიბიაში ფრენისთვის აკრძალული ზონის შემოღების საკითხი.
XS
SM
MD
LG