Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი არ გამორიცხავს ლიბიაში სამხედრო ოპერაციას


დასავლეთის ქვეყნები ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გამოყენების საკითხზე მსჯელობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადაფის მხარდამჭერი ძალები ქვეყნის დასავლეთში ცდილობენ იმ ქალაქებზე კონტროლის აღდგენას, რომლებიც ამბოხებულთა ხელშია. ტრიპოლიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ზავიაჰის აღება კადაფის ძალებმა ვერ მოახერხეს, თუმცა, კვლავაც აკონტროლებენ დედაქალაქსა და მის მიმდებარე ქალაქებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა დაადასტურა, რომ ამერიკის სამხედრო გემები ლიბიისკენ გაემართა. თუმცა, გეიტსის თქმით, ჯერ არ ყოფილა შეთანხმება ნატოსთან სამხედრო მოქმედების დაწყების შესახებ და მსგავსი გადაწყვეტილება არც ობამას ადმინისტრაციას მიუღია. საფრანგეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის აუცილებელი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული მკაფიო მანდატი.
XS
SM
MD
LG