Accessibility links

logo-print

გაერომ შეაჩერა ლიბიის წევრობა ადამიანის უფლებათა საბჭოში


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეაჩერა ლიბიის წევრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ძალადობის გამო, რომელსაც ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეები მიმართავენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გენერალურ ასამბლეაზე სამშაბათს დამტკიცებული რეზოლუცია მოჰყვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გასულ პარასკევს მომზადებულ მიმართვას. გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე მიიღო სანქციები კადაფის რეჟიმის მიმართ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულების გამოძიება.
XS
SM
MD
LG