Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ გორბაჩოვს 80 წელი შეუსრულდა


საბჭოთა კავშირის უკანასკნელ ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს დღეს 80 წელი შეუსრულდა. გორბაჩოვის მმართველობამ, რომელსაც „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ ცნებები უკავშირდება, საბჭოთა ისტორიისა და იდეოლოგიისადმი ახლებური დემოკიდებულება და დასავლეთთან მოსკოვის დაახლოება მოიტანა. დასავლეთში მას კვლავინდებურად განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდებიან, მაშინც როცა რუსეთში გაცილებით უფრო კრიტიკულად აფასებენ. 1990 წელს გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ბოლოხანს ის ხშირად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და დემოკრატიის „იმიტაციას“ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG