Accessibility links

logo-print

ამერიკული საბრძოლო ხომალდები ლიბიისაკენ მიეშურებიან


დღეს ორმა ამერიკულმა საბრძოლო ხომალდმა გაიარა სუეცის არხში და ლიბიის წყლებს მიაშურა კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც სულ უფრო მწვავდება ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებასთან ერთად. ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, სუეცის არხში შევიდნენ „კირსარჯის“ ტიპის მოიერიშე ამფიბიები, ისევე როგორც სამხედრო ხომალდი „პონსი“. მანამდე კიდევ ერთმა გამანადგურებელმა, „ბერიმ“ გაიარა სუეცის არხი. ლიბიიდან კი მორიგი შეტაკებების შესახებ იუწყებიან. კადაფის ერთგული ძალები ცდილობენ კონტროლის აღდგენას რეგიონებზე, რომლებიც კადაფის მოწინააღმდეგეების ხელშია გადასული. როგორც იუწყებიან, მმართველმა რეჟიმმა შეძლო კონტროლის აღდგენა მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე ბრეგაში, რომელიც მეამბოხეების ხელში გადასულ, აღმოსავლეთ ლიბიაში მდებარეობს. დაიბომბა ახლოს მდებარე ქალაქი აჯდაბია. ტრიპოლიდან გავრცელებული ინფორმაციით, საწვავით დატვირთული ავტოცისტერნა აფეთქდა კადაფის რეზიდენციის მახლობლად. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG