Accessibility links

logo-print

იაპონია და რუსეთი ტერიტორიულ უთანხმოებაზე მსჯელობენ


ტოკიოში იმართება იაპონიისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, ყურადღების ცენტრში დგას დაძაბულობა ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევი კუნძულების გარშემო. შეხვედრა მოჰყვა ცნობებს, რომელთა თანახმად, მოსკოვი აპირებს კუნძულებზე დამატებითი იარაღის და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებას. ტერიტორია, რომლებსაც რუსეთში სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებენ, ხოლო იაპონიაში ჩრდილოეთის ტერიტორიებს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იქნა ოკუპირებული საბჭოთა ჯარების მიერ, ტოკიო კი პრეტენზიას აცხადებს ოთხ კუნძულზე. ამ უთანხმოების გამო, მხარეებს დღემდე არ მოუწერიათ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის.
XS
SM
MD
LG