Accessibility links

კიდევ ერთი მტკივნეული რეფორმა სატრანსპორტო სექტორში


საკრებულოს წევრები კოკი იონათამიშვილი (მარჯვნივ) და ზურაბ აბაშიძე

საკრებულოს წევრები კოკი იონათამიშვილი (მარჯვნივ) და ზურაბ აბაშიძე

ამ რამდენიმე დღის წინ თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. მძღოლების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ”თბილქარი”, ”თბილლაინი”, ფაბლიქქარი” და ”კაპიტალ გრუპი” სამარშრუტო ტაქსებისათვის დაწესებული ყოველდღიური გადასახადის გაზრდას 40 ლარამდე აპირებდნენ. თბილისის მერიისა და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელთა განმარტებების შემდეგ, საპროტესტო აქცია შეწყდა, თუმცა ტენდერის საკითხმა აქტუალობა მაინც არ დაკარგა. დღეს ამ საკითხზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, კოკი იონათამიშვილი და ფრაქცია ”ჩვენი თბილისის” წევრი ზურაბ აბაშიძე.



XS
SM
MD
LG