Accessibility links

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა


კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა საქართველოს ხელისუფლებას სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებისადმი ტერორის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს გამართულ ბრიფინგზე ლაშა ჩხარტიშვილმა და ალექსანდრე შალამბერიძემ მოითხოვეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს 15 მძღოლი, რომლებიც გასულ კვირაში დაწყებული გაფიცვის შემდეგ დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით. კონსერვატიული და ხალხის პარტიების ცნობით, დაკავებულთაგან ათს სასამართლომ 30 დღიანი, ხუთს კი, ერთკვირიანი პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG