Accessibility links

logo-print

ლიბიის ლიდერი მომხრეების წინაშე გამოდის


ლიბიის ლიდერი, მოამარ კადაფი თავის მომხრეების წინაშე გამოდის ტრიპოლიში, მაშინ როცა მისი ერთგული ძალები ცდილობენ კონტროლის აღდგენას აღმოსავლეთში, მეამბოხეების ხელში გადასულ ქალაქებზე. კადაფის გამოსვლას პირდაპირი ტელეეთერით აჩვენებენ. ლიბიის ლიდერმა შეკრებილებს განუცხადა, რომ მას რეალური ძალაუფლება არა აქვს და რომ ამჟამინდელი არეულობა ალ ყაიდის ბრალია. დღეს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი აჯდაბია. ხოლო მის მახლობლად მდებარე ქალაქ ბრეგაში ანტისამთავრობო ძალები აცხადებენ, რომ აღადგინეს კონტროლი ნავთობტერმინალზე, რომელიც მანამდე კადაფის მომხრეების ხელი იყო გადასული. ამასობაში 100 000-ს გადააჭარბა ლიბიიდან გაქცეულების რიცხვმა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ასობით თვითმფრინავის ითხოვს ლიბია-ტუნისის საზღვარზე შეკრებილი ადგილნაცვალი პირების საევაკუაციოდ. დღეს იმართება არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ლიბიაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
XS
SM
MD
LG