Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ლიდერი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს


ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ დღეს განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, მისი სიტყვებით, „ბოლო მამაკაცისა და ქალის დაცემამდე“. ამ, კადაფის მიერ მომხრეების წინაშე დღევანდელი გამოსვლისას გაკეთებული დაპირების ფონია მისი ერთგული ძალების იერიშები აღმოსავლეთ ლიბიაში, მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქებზე კონტროლის აღსადგენად. ოპოზიცია თითქმის მთელს აღმოსავლეთს აკონტროლებს, მაშინ როცა კადაფის მომხრეები დედაქალაქ ტრიპოლიში არიან გამაგრებული. მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა, კადაფიმ ალ-ყაიდა დაადანაშაულა ამჟამინდელ არეულობაში და ნატოსა და გაეროს მოუწოდა, გამოიძიონ ლიბიაში მიმდინარე პროცესები. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს მეამბოხეების ხელში მყოფი ქალაქ აჯდაბია. ამასობაში, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბიისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გასამმაგების თაობაზე. დახმარება 10 მილიონ ევროს მიაწღევს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიიდან გაქცეულების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. გაერო ასობით თვითმფრინავს ითხოს ლიბია-ტუნისის საზღვართან მყოფი ადამიანების საევაკუაციოდ.
XS
SM
MD
LG