Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა მოიგერიეს კადაფის მომხრეთა იერიში


ლიბიელ მეამბოხეთა ძალებმა დღეს მოიგერიეს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრე ძალების მცდელობა, დაეკავებინათ სანავთობო ქალაქი ბრეგა, ლიბიის აღმოსავლეთში. დღეს კადაფის ჯარები პირველად გაემართნენ აღმოსავლეთისკენ მას მერე, რაც იქ მდებარე ქალაქები მეამბოხეებმა დაიკავეს. იუწყებიან, რომ კადაფის მომხრეთაგან 10 პირი დაიღუპა და 18 დაიჭრა. დღეს ორმა ამერიკულმა საბრძოლო ხომალდმა გაიარა სუეცის არხში და ლიბიის წყლებს მიაშურა კრიზისთან დაკავშირებით. ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ დღეს განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, მისი სიტყვებით, „ბოლო მამაკაცისა და ქალის დაცემამდე“. მან ალ-ყაიდა დაადანაშაულა ამჟამინდელ არეულობაში და ნატოსა და გაეროს მოუწოდა, გამოიძიონ ლიბიაში მიმდინარე პროცესები. ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ კადაფი უნდა გადადგეს, რომ ის არა პრობლემის მოგვარების არამედ, პრობლემის ნაწილია. მისივე თქმით, მან დემოკრატიულ ძალებს უნდა დაუთმოს სამომავლო კურსის გასაზღვრა. ჰააგის ტრიბუნალმა განაცხადა, რომ საქმეს აღძრავს ლიბიაში ძალადობის ფაქტების გამოსაკვლევად.იუნესკომ გამოაცხადა, რომ ლიბიასთან წყვეტს ყოველგვარ კონტაქტს, სანამ ლიბიელი ხალხის უფლებები სრულად არ იქნება დაცული.
XS
SM
MD
LG