Accessibility links

logo-print

ფრანკფურტის აეროპორტში აშშ-ის არმიის ავტობუსს ესროლეს


გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის აეროპორტში ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის სამხედრო ავტობუსს, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავდა. ორი პირი - მძღოლი და ერთი მგზავრი - დაიღუპა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც სამძიმარი გამოთქვა, განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა გაირკვეს, რა მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია მომხდარის გამო, მისივე თქმით, ყველაფერს ვიღონებთ, რათა ძალადობრივი აქტის გარემოებები გამოვიძიოთო. ეჭვმიტანილი, კოსოვოელი მოქალაქე, დაკავეს. ჯერ არ დაუდასტურებიათ, არიან თუ არა გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები.
XS
SM
MD
LG