Accessibility links

გაერომ ბოდიში მოუხადა ბელორუსიას


გაერომ უკან წაიღო ბელორუსიის მიმართ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მინსკს კოტ დ’ივუარის იმ სამხედრო ძალებისთვის, რომლებიც ლორან გბაგბოს უჭერენ მხარს, სამი სამხედრო შვეულმფრენი მიეყიდოს. გაეროს გერანერალურმა მდივანმა გამოხატა შეშფოთება თებერვლის ბოლოს გავრცელებული ცნობის გამო, რომ გბაგბოს რეჟიმს ბელორუსიამ იარაღი მიჰყიდა. ბელორუსიამ მაშინ ბრალდება უარყო. ოთხშაბათს გაერომ ბელორუსიას ბოდიში მოუხადა. სამშვიდობო ძალების საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალენ ლერუამ იკისრა პასუხისმგებლობა შეცდომისთვის და ბოდიში მოუხადა ბელორუსიის წარმომადგენელს გაეროში, ზოია კოლონტაის.
XS
SM
MD
LG