Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია "თრიალეთმა" მაუწყებლობა აღადგინა


ტელეკომპანია "თრიალეთმა" მაუწყებლობა აღადგინა. "ტელეცენტრმა" ტელეკომპანია "თრიალეთს" მაუწყებლობა გუშინ შეუწყვიტა. ოფიციალურ მიზეზად ტელეკომპანიის 7 000-ლარიანი დავალიანება დასახელდა, თუმცა თავად "თრიალეთის" ხელმძღვანელობამ მომხდარი არხის საინფორმაციო პოლიტიკას დაუკავშირა. სააგენტო"ინტერპრესნიუსს" რეგიონული არხიდან აცნობეს, რომ "ტელეცენტრმა" მაუწყებლობა მოულოდნელად აღადგინა. "თრიალეთის" ხელმძღვანელობის ცნობით, "საქართველოს ტელეცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი დეკანოსიძე და მხარეები დავალიანების ეტაპობრივად დაფარვაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG