Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში პრემიერ-მინისტრი გადადგა


ეგვიპტეში პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი გადადგა. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს განცხადებით, მან მიიღო შაფიკის გადადგომა და ყოფილ ტრანსპორტის მინისტრ ესამ შარაფს დაავალა ახალი მთავრობის შექმნა. შაფიკი ყოფილმა პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დანიშნა თავისი მმართველობის ბოლო დღეებში და მას შემდეგ დემონსტრანტებმა ბევრჯერ მოითხოვეს მისი გადაყენება. სამხედრო საბჭოს, რომელიც ეგვიპტეს მართავს 11 თებერვალს მუბრაქის გადადგომის შემდეგ, დადებული აქვს პირობა, რომ ქვეყანას „კონტრრევოლუციისაგან“ დაიცავს. ეგვიპტეში შიშობენ, რომ მუბარაქთან დაახლოებული პირები შეეცდებიან ხელსიუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას.
XS
SM
MD
LG