Accessibility links

პაკისტანში აფეთქებამ შვიდი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში ძლიერმა აფეთქებამ, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიციელების წინააღმდეგ იყო მიმართული, შვიდი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ოთხი სამოქალაქო პირი. დაიჭრა 30 ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, იერიში მოეწყო ჰანგუს რაიონში, რომელიც ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებთან მდებარეობს. ამ რეგიონებს დიდხანს იყენებდნენ თავიანთი ბაზებისთვის ალ-ყაიდისა და თალიბანის მებრძოლები.
XS
SM
MD
LG