Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკფურტში ამერიკელებზე თავდასხმის მოტივად ისლამიზს ვარაუდობენ


გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, სავარაუდოდ, ისლამიზმით იყო მოტივირებული ფრანკფურტის აეროპორტში ოთხშაბათს მოწყობილი თავდასხმა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. მძიმედ დაიჭრა კიდევ ორი ამერიკელი. ჯარისკაცები სამხედრო ავტობუსით მიჰყავდათ რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, როცა თავდასხმა განხორციელდა. ეჭვმიტანილი - 21 წლის მამაკაცი, რომელიც წარმოშობით კოსოვოელი ეთნიკური ალბანელია - დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე. კოსოვოს მთავრობამ მკაცრად დაგმო თავდასხმა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ მომხდარის გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG