Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-15 რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას, განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ მოითხოვს, რომ დაიწყოს დეოკუპაციის პროცესისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ახალი, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების საკითხების სერიოზულად განხილვა, რომელზეც რუსეთი დღემდე უარს ამბობს. ”ეს არის ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად და ხარისხობრივად ახალი სამშვიდობო პროცესის დასაწყებად, რამაც საბოლოოდ ყველა პრობლემა უნდა მოაგვაროს, თუნდაც ამას დასჭირდეს იმაზე მეტი დრო, ვიდრე გვსურს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
XS
SM
MD
LG