Accessibility links

საერთაშორისო სასამართლო იწყებს გამოძიებას კადაფის ქმედებებთან დაკავშირებით


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, ჩატარდება გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და მასთან დაახლოებული პირების ეჭვმიტანის საფუძველზე. ჰააგაში განთავსებული ამ სასამართლოს მთავარი პროკურორის, ლუის მორენო-ოკამპოს, განცხადებით, 15 თებერვლის შემდეგ კადაფის უშიშროების ძალებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იერიშები აქვთ განხორციელებული ლიბიის რამდენიმე ქალაქში. მისი განცხადების ფონია კადაფის ძალების მორიგი საჰაერო იერიშები მეამბოხეების პოზიციებზე აღმოსავლეთ ლიბიაში. თვითმხილველების ცნობით, საჰაერო დარტყმები მიმართული იყო ქალაქ ბრეგის აეროპორტისა და ახლოს მდებარე ქალაქ აჯდაბიაში მეამბოხეთა პოზიციების წინააღმდეგ. ამასობაში დაიწყო ლიბია-ტუნისის საზღვარზე მყოფი პირების ევაკუაცია. სასაზღვრო რეგიონში ათიათასობით ადამიანი იმყოფება, უმეტესწილად ეგვიპტელი გასტარბაიტერები, რომლებიც ლიბიაში ძალადობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG