Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა


ერაყში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 120-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰადიტაში მოეწყო. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო სახელმწიფო ბანკთან, სადაც ხალხი რიგში იდგა ხელფასების ასაღებად. დაღუპულებს შორის, სულ ცოტა, ექვსი პოლიციელია.
XS
SM
MD
LG