Accessibility links

logo-print

რუსეთი 4 მილიარდ დოლარს დაკარგავს ლიბიის წინააღმდეგ გაეროს სანქციების გამო


რუსეთი, სავარაუდოდ, 4 მილიარდ დოლარს დაკარგავს იარაღის ექსპორტით მიღებული შემოსავლის სახით, ლიბიის ლიდერის წინააღმდეგ გაეროს სანქციების შემოღების გამო. ამ შეფასებას გამოთქვამს სახელმწიფო სამრეწველო ჰოლდინგ „რუსეთის ტექნოლოგიების“ დირექტორი სერგეი ჩემეზოვი, რომელიც დღეს ესაუბრა ინტერფაქსის და რია ნოვოსტის საინფორმაციო სააგენტოებს. ჩემეზოვის განცხადებით, ლიბიაში შექმნილი ვითარების გამო იარაღის სახელმწიფო ექსპორტიორი „როსობორონექსპორტის“ დანაკარგი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. არაბული ქვეყნები რუსეთის იარაღის საექსპორტო მთავარი ბაზარია, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ.
XS
SM
MD
LG