Accessibility links

logo-print

პაკისტანის მინისტრის დაკრძალვის გამო უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა


ოთხშაბათს მოკლული უმცირესობათა საკითხების მინისტრის დაკრძალვის გამო პოლიციამ ისლამაბადის მთავარ ეკლესიასთან მოძრაობა შეზღუდა. ირგვლივ მდებარე შენობების სახურავებზე კი სნაიპერები განლაგდნენ. შაბაზ ბჰატი ერთადერთი ქრისტიანი მინისტრი იყო პაკისტანის მთავრობაში. ის ისლამაბადში ორი დღის წინ მოკლეს. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდამ და პაკისტანის თალიბანმა აიღეს. დაკრძალვაზე დღეს პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის მისვლას ელიან.
XS
SM
MD
LG