Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორი კადაფისთან კავშირის გამო გადადგა


პრესტიჟული სასწავლო დაწესებულების - ”ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის” (London School Of Economics And Political Science) დირექტორი გადადგა ამ დაწესებულების მუამარ კადაფის ოჯახთან კავშირის გამო. გადადგომის შესახებ წერილში სერ ჰოვარდ დევისმა აღნიშნა, რომ აცნობიერებს ზიანს, რომელიც ამ უმაღლესი სასწავლებლის რეპუტაციას კადაფისთან კავშირმა მიაყენა. დევისის აზრით, ”შეცდომა” იყო, როცა მისმა დაწესებულებამ კადაფის ოჯახის მიერ დაარსებული ორგანიზაციისგან თითქმის 2,5 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობის შეთავაზება მიიღო. უნივერსიტეტს უკვე ჩარიცხული აქვს 500 ათასი დოლარი. უნივერსიტეტის საბჭო აცხადებს, რომ ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას კადაფისთან ამ დაწესებულების კავშირის შესახებ და აგრეთვე შეისწავლის ჰოვარდ დევისის მიერ ლიბიის მთავრობისთვის გაწეული კონსულტაციისთვის 50 000 დოლარის მიღების საკითხს. დაგეგმილია აგრეთვე კადაფის შვილისთვის 2008 წელს დოქტორის ხარისხის მინიჭების მართებულობის საკითხის შესწავლა.
XS
SM
MD
LG