Accessibility links

logo-print

სერბიის მოთხოვნით დააკავეს გადამდგარი ბოსნიელი გენერალი


ავსტრიაში დააკავეს გადამდგარი ბოსნიელი გენერალი იოვან დივიაკი, რომლის დაპატიმრების ორდერიც სერბიას ჰქონდა გაცემული. გავრცელებული ინფორმაციით, დივიაკი ხუთშაბათს, ვენის აეროპორტში დააკავეს. ცნობების თანახმად, სერბიას მისთვის წაყენებული აქვს სამხედრო დანაშაულების ბრალდება 1992 წელს სარაევოსთან იუგოსლავიის არმიის ბადრაგზე მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით. შარშან ბრიტანეთის სასამართლომ უარი თქვა სერბიის მოთხოვნაზე, მისთვის გადაეცა ბოსნიის ყოფილი პრეზიდენტი ეჯუპ გრანიჩი ბოსნიის ომის დროს, 1992-95 წლებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. გრანიჩი გაათავისუფლეს და ბრიტანეთიდან გამგზავრების უფლება მისცეს.
XS
SM
MD
LG