Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: კადაფის ჯარები აკონტროლებენ ტუნისთან ლიბიის საზღვარს


გაეროს განცხადებით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მომხრე, მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი ძალები აკონტროლებენ ტუნისთან ლიბიის საზღვარს და შესაძლოა, ხელი შეუშალონ ტუნისში წასვლის მსურველებს. გაეროს ლტოვილთა სააგენტოს პრესმდივან მელისა ფლემინგის განცხადებით, ხუთშაბათს სულ 2000-მდე ადამიანი გადავიდა ტუნისში, რაც გაცილებით ნაკლებია წინა დღეებთან შედარებით, როცა საზღვარს დღეში 15 000-მდე ადამიანი კვეთდა. ამასობაში, კადაფის მომხრე ძალებმა ბლოგ-პოსტები აღმართეს დედაქალაქ ტრიპოლის გარშემო, დღეს მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით. კადაფის ოპონენტები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ პარასკევს, შუადღის ლოცვის შემდეგ გაიმართოს აქციები ტრიპოლიში, თუმცა, თვითმხილველების ცნობით, ქუჩები ცარიელია. იუწყებიან აგრეთვე, რომ მთავრობის საბრძოლო თვითმფრინავებმა ისევ განახორციელეს საჰაერო დარტყმები ქალაქების აჯდაბიასა და ბრეგას წინააღმდეგ. ორივე მდებარეობს აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG