Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო ნარკოტრანზიტის დერეფანი ხდება


საქართველო, რომელსაც ნარკოტიკების კონტროლის სისტემის რეფორმირება სჭირდება, ნარკოტრანზიტის მთავარი დერეფანი ხდება - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით ნარკოტიკები გადააქვთ თურქეთში, საბერძნეთში და ევროპის სხვა სახელმწიფოებში. მოხსენების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველო-ირანის შეთანხმებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოში უფრო მეტი ნარკოტიკის შეტანა. ამავე ანგარიშის თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ ნარკოტიკები სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით მიედინება, თუმცა, ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, რადგან რუსეთის ძალებს, ამ ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობებსა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტრანზიტზე ინფორმაციის გაცვლა იშვიათად, ან საერთოდ არ ხდება.
XS
SM
MD
LG