Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა მეჩეთთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, აფეთქება ჩრდილოდასავლეთ პაკისტანის ქალაქ ნოუშერაში მოეწყო მაშინ, როცა საკვებს ურიგებდნენ ღარიბებს, პარასკევის ღვთისმსახურების შემდეგ. ჯერ არ არის ცნობილი, აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო თუ არა. ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად, სადაც მთავრობა თალიბ მეამბოხეებს ებრძვის, ბოლო წლებში ხშირია აფეთქებები, რომლებსაც თვითმკვლელი თავდამხსმელები აწყობენ.
XS
SM
MD
LG