Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში წყლის ჭავლი გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად


ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს დემონსტრაციის დასაშლელად სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, პოლიციამ და უშიშროების ძალებმა ძალა გამოიყენეს პროვინციის საკრებულოს შენობასთან შეკრებილი 700-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მათ უშედეგოდ მოუწოდეს, დაშლილიყვნენ. როიტერსის ცნობით, პოლიციელებმა რამდენიმე ჟურნალისტიც ცემეს. დღეს ათასობით ერაყელი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა და მიმართული იყო კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ. დღევანდელი დემონსტრაციების დაწყებამდე, უშიშროების ძალებმა ავტომანქანების გადაადგილება აკრძალეს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბაღდადში.
XS
SM
MD
LG