Accessibility links

logo-print

იემენში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


იემენში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დღეს პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა უარყო ოპოზიციის გეგმა, ძალაუფლების 2011 წლის მიწურულისთვის გადაბარების შესახებ. სალეჰი, რომელიც 32 წელია, ხელისუფლების სათავეში დგას, აცხადებს, რომ გადადგება პრეზიდენტობის ამჟამინდელი ვადის 2013 წელს ამოწურვის შემდეგ. დედაქალაქ სანააში დღეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შიიტმა მეამბოხეებმა იემენის არმია დაადანაშაულეს ჩარფ სუფიანში გამართული დემონსტრაციისთვის რაკეტების დაშენაში. ეს ქალაქი ჩრდილოეთ იემენში მდებარეობს. დაიღუპა ორი და დაიჭრა 13 ადამიანი.
XS
SM
MD
LG