Accessibility links

logo-print

გორდონი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი ოკუპაციად მიიჩნევს საქართველოში რუსეთის ქმედებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის განცხადებით, საქართველოს ოკუპაციაზე საუბარი არის არა რუსეთის მიმართ პროვოკაცია, არამედ, უბრალოდ, ასახვა ვითარებისა, როგორც მას შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ხედავს. ამ საკითხს ფილიპ გორდონი შეეხო ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას. შეკითხვას, აქვს თუ არა ვაშინგტონს სტრატეგია, რომელიც, რუსეთთან ურთიერთობასთან ერთად, მისი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებს, გორდონმა დადებითად უპასუხა. მან გაიხსენა საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარი და სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შექმნა, ისევე როგორც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტები საქართველოში. მან განაცხადა აგრეთვე, რომ რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თითქმის ყოველ შეხვედრაზე აყენებენ საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. „საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მეგობარია და ამ ურთიერთობაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი“, დასძინა ფილიპ გორდონმა.
XS
SM
MD
LG