Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში უშიშროების სამსახურის ევაკუაცია განხორციელდა


ეგვიპტის სამხედრო მმართველობის გადაწყვეტილებით, ევაკუირებულია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა ქალაქ ალექსანდრიაში, დემონსტრანტებთან წუხანდელი შეტაკებების შემდეგ. სამი ადამიანი დიჭრა, როცა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს, რომლებიც უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინასთან იყვნენ შეკრებილი ამ უწყების დახურვის მოთხოვნით. პარასკევს დემონსტრაციები გაიმართა, ალექსანდრიის გარდა, კაიროშიც მოთხოვნით, დაიშალოს სახელმწიფო უშიშროების საგამოძიებო სამსახური. მას ადანაშაულებენ ძალადობაში, რომელიც საპროტესტო აქციების წინააღმდეგ იყო მიმართული და 350-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG