Accessibility links

logo-print

პუტინის განცხადებით, მილერი დარჩება „გაზპრომის“ უფროსი


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი შეინარჩუნებს ამ, გაზის მსოფლიოში უდიდესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს. შეკითხვას, გასცა თუ არა რეკომენდაცია "გაზპრომის“ ხელმძღვანელად მილერის დატოვების თაობაზე, პუტინმა უპასუხა, რომ ხუთშაბათს მოაწერა ხელი რეკომენდაციის წერილს. მილერის ამჟამინდელი, ხუთწლიანი კონტრაქტი მაისში ამოიწურება. ის 2001 წელს დაინიშნა "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორად. ის ხშირად ახლავს პუტინსა და პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს უცხოეთში ვიზიტებისას, გაზმომარაგების საკითხებში თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG